საქართველოში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა, თუმცა, ღირებულება გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2020 წლის იანვარ-ივლისში, ქვეყანაში 188 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების, ჯამში 180 ტონამდე სამკურნალო საშუალება შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 162 ტონამდე, ხოლო ღირებულებამ 209 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საქართველო დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს ყიდულობს ლიდერობს, თურქეთი - 27 მილიონ 600 ათასი დოლარით, მას მოსდევს გერმანია, საიდანაც იმორტმა 24 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, მე-3 ადგილზეა უნგრეთი - 19 მილიონ 600 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საფრანგეთი და უკრაინა იკავებენ, შესაბამისად, 18 მილიონ 500 ათასი და 10 მილიონ 700 ათასი დოლარის იმპორტით.