მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

2021-09-09 11:07:58+04:00

მაშველებმა 11-დღიანი ძებნის შემდეგ მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული აპლინისტი მამა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენიც იყო ჩართული. უწყების თქმით, საძიებო ოპერაციის ფარგლებში, მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრები გადმოსვენებულია მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.