აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 1-ელ შვიდ თვეში ოკუპირებულმა რეგიონმა მილიარდ 766 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია მოიხმარა, ეს კი 22.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს "ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს საქართველოს სახელმწიფო უფასოდ აწვდის.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, მოძველებული ინფრასტრუქტურა, კრიპტოვალუტების ფერმები და რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, უფასო დენი. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დე ფაქტო მთავრობას რუსეთი უკვე შეპირდა, თუმცა, სანაცვლოდ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა მოთხოვა. დათანხმდება თუ არა სოხუმის რეჟიმი მოსკოვის წინადადებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.