ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტები დაბომბა - Palitra News

ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტები დაბომბა

2021-09-07 10:05:26+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს. მათი მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი ბუშტები გაუშვეს, რამაც ხანძრის სამი კერა გამოიწვია, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია და მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილება შეძლეს.