რუსთავში ვაქცინაციის მსურველებისათვის დღეიდან სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს - Palitra News

რუსთავში ვაქცინაციის მსურველებისათვის დღეიდან სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს

2021-08-18 10:05:51+04:00

დღეიდან კლინიკა "რუსთავში" კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველებისათვის, სპეციალური ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები კლინიკა "რუსთავის" მიმართულებით, მგზავრებს 09:00 საათიდან, 18:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება.