მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, არსებობს „უამრავი მტკიცებულება“, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე. ანგარიშის ავტორი კონგრესმენები კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ორპარტიული გამოძიების ჩატარების ინიციატივით გამოდიან. შეგახსენებთ, ჩინეთი უარყოფს ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას გენეტიკურად მოდიფიცირებული კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ. პეკინი ასევ უარყოფს ბრალდებებს ვირუსის გაჟონვის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით.