პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად ეპიდსიტუაციის მართვა რისთვისაც მთავრობა ყველაფერს აკეთებ. როგორც მან აღნიშნა ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციაა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ვაქცინაციის პუნქტები დაემატება და მოსახლეობას აუხსნიან, რომ აცრის გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა. ღარიბაშვილის თქმით საქართველოში ამდროისთვის 2 000 000-ზე მეტი ვაქცინა არის შემოსული, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რომ მიიღონ ვაქცინაციაში მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.