ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილ მასობრივ ვაქცინაციის ახალ სივრცეში, დღეში დაახლოებით, 4 000 პირი შეძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას. როგორც ტიკარაძემ განმარტა, საწყის ეტაპზე, ადგილზე 10 ბრიგადა იმუშავებს, რომელიც 1 000 ადამიანის მომსახურებასშეძლებს.მინისტრმა ასევე საწოლფონდთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი, რაც საკმაოდ საყურადღებოა.