ავსტრალიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შაბათ -კვირას სპეციალურ სწავლებას გაივლიან, ორშაბათიდან კი „ლოქდაუნის“ აღსრულების მიზნით პატრულირებას დაიწყებენ. „ლოქდაუნის“ ფარგლებში, რომელიც სულ მცირე 28 აგვისტომდე გრძელდება, მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს.