სახალხო რეფერენდუმი მაინც უნდა ჩავატაროთ - ჩემს ვალდებულებას კი, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, ოქტომბრის რეფერენდუმზე მარცხი აღიარა. მისი თქმით, აგვისტოში მმართველი გუნდი ოპოზიციური მედიის დახურვას გეგმავს, შემდეგ კი აპირებს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები შემოიღოს.