McDonald’s-ი თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს - Palitra News

McDonald’s-ი თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს

2021-07-28 08:44:47+04:00

ფასტ-ფუდების უმსხვილესი ქსელის მფლობელი კომპანია McDonald’s-ი თანამშრომლებს ოფისებში აბრუნებს.

Bloomberg-ის ცნობით, ისინი ვალდებულნი იქნებიან კვირაში მინიმუმ 3 დღე ოფისში გამოცხადდნენ. კომპანია თანამშრომლებს დისტანციურიდან უფრო მოქნილ პირობებში დააბრუნებს, ვიდრე პანდემიამდე. მანამდე თანამშრომლებს შეეძლოთ სახლიდან ემუშავათ მხოლოდ 1 დღე კვირაში, ახლა კი 2 დღე შეეძლებათ.

დისტანციურ მუშაობაზე უარის თქმას ამ ზაფხულს Apple-ც შეეცადა, თუმცა, თანამშრომლები ამასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. შედეგად, კომპანიას მოუწია ოფისში დაბრუნება შემოდგომამდე გადაედო.