კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ ახალი სინგლი Don't Wait Up და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის გადაღებები ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მიმდინარეობდა. ეს შაკირას პირველი ინგლისურენოვანი სიმღერაა 2017 წელს გამოშვებული ნამუშევრების When a Woman და What We Said შემდეგ. "უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემი პირველი ინგლისურენოვანი კომპოზიციაა დიდი ხნის შემდეგ. მთელი ეს პერიოდი ესპანურენოვან ნამუშევრებზე ვიყავი გადართული, მაგრამ, როდესაც ეს სიმღერა გამოჩნდა, მივხვდი, რომ დრო იყო, ისევ მემღერა ინგლისურად. ახლა ძალიან ბედნიერი და შთაგონებით აღსავსე ვარ", - აღნიშნა შაკირამ პლატფორმა Apple Music- თან ინტერვიუს დროს.