პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay ახალი, რიგით მეცხრე ალბომი Music of the Spheres დააანონსა. ჩანაწერში სულ 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 15 ოქტომბერს ჩაეშვება. მისი პროდიუსერი შვედი სონგრაითერი, მაქს მარტინი გახლავთ. კოლექტივმა ალბომის თრეილერიც გაავრცელა.