ასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი, თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ მემუარებს დაწერს. იგი გამომცემლობის შეთავაზებას დათანხმდა და განაცხადა, რომ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს დაწერს არა, როგორც "ადამიანი, რომელიც პრინცად დაიბადა, არამედ, როგორც ადამიანები, რომელიც ის გახდა".მემუარები, რომელსაც Penguin Random House-ის გამომცემლობა დაბეჭდავს, სავარაუდოდ, 2022 წლის მიწურულისთვის გამოიცემა, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა კი საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება. "ამ ყველაფერს ვწერ, არა, როგორც ადამიანი, რომელიც პრინცად დაიბადა, არამედ, როგორც ადამიანი, რომლადაც ვიქეცი", — ამბობს ჰარი, — "წლების განმავლობაში არაერთი ქუდი დამიხურავს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ამბის მოყოლით — თავისი აღმასვლებითა და დაღმასვლებით, შეცდომებითა და ნასწავლი გაკვეთილებით — შევძლებ, ადამიანებს ვაჩვენო, რომ ჩვენი წარმომავლობის მიუხედავად, იმაზე მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე გვგონია.