კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა - Palitra News

კახეთში ახალი წყალგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

2021-07-23 12:04:18+04:00

"საქართველოს მელიორაციამ“ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა. „საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით,სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.