პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი პროფესიონალი წევრის 100 ხმით არჩევა კვლავ ვერ შეძლო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 2/3-იანი კვორუმით ჩატარებულ კენჭისყრაზე მეორე ჯერზეც ჩავარდა. მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს 3/5-იანი კვორუმით ეყრება კენჭი. თუ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ვერც 90 ხმით მოხერხდა, მაშინ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 76 ხმით დაამტკიცებს.
“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.