რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას კომენტარს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, შავი ზღვა თავის შიდა ტბად აქციოს.
ზახაროვას თქმით, კულებამ განაცხადა, რომ იცის, როგორ უნდა შეუშალონ ხელი მოსკოვს „შავი ზღვის შიდა ტბად გადაქცევაში“.
„რაც უფრო მალე შეწყვეტს კულება სისულელეების ლაპარაკს, მით უფრო მალე გახდება ტბა კვლავ ზღვად, რომლის ორივე ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდება“, - აცხადებს ზახაროვა.