დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები შემოვა და ყველასთვის საკმარისი იქნება. მისივე თქმით, ფაიზერი ქვეყანაში ძალიან მალე შემოვა და მოქალაქეებს შეეძლებათ ვაქცინის არჩევა.
რაც შეეხება „დელტა“ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ შტამის 30-40%-ია დადასტურებული და ეს მაჩვენებელი „ძალიან სწრაფად იზრდება“.