რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო - Palitra News

რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

2021-07-17 15:02:30+04:00

რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.