„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. იმის გამო, რომ გიორგი ნიკოლიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აგრძელებს, მას ჯერ არ ჩაბარებია დაზარალებულად ცნობის დადგენილება.
ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.
გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.