52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.
ოპოზიციის წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს სასაცილოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ოპოზიცია იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში. თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმოწერითა და ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლით დასრულდა.