პენტაგონი აცხადებს, რომ ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების გამო „ღრმად შეშფოთებულია“. "ისინი იყენებენ სასიკვდილო იარაღებს. არ ვიცი, როგორ შეიძლება რამე თქვა, გარდა იმისა, რომ ეს სერიოზული საფრთხეა", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.
ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებსა და ჯარისკაცებზე ბოლო დღეების განმავლობაში სარაკეტო და დრონით თავდასხმები განხორციელდა.