საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 8 ივლისს 23:22 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბოლო ორი დღის მანძილზე დმანისში მიწისქვეშა ბიძგები უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.