დმანისში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - Palitra News

დმანისში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

2021-07-09 09:05:45+04:00

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 8 ივლისს 23:22 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ბოლო ორი დღის მანძილზე დმანისში მიწისქვეშა ბიძგები უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.