გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს - Palitra News

გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

2021-07-08 10:08:41+04:00

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთა აყვანაც სახლებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.