პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, ხმალაძეს ფსიქიკური პრობლემა აქვს და მისი უმოტივოდ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უწყება აცხადებს რომ ხმალაძის დანაშაული 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. შეგახსენებთ პოლონელ ტურისტს 5 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგები დაესხნენ თავს.