ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება - Palitra News

ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება

2021-07-03 17:00:40+04:00

ირანის მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, არსებობს შიში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა დაიწყება. „შიშობენ, რომ გავრცელების მეხუთე ტალღისკენ მივდივართ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ქვეყნის სამხრეთ პროვინციებშია გავრცელებული. ირანის დედაქალაქი თეირანი და პროვინციის 9 სხვა ქალაქი, ისევე როგორც ჰორმაზგანის, ქერმანისა და სისტან-ბელუჯისტანის პროვინციები „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული.