ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფმა VIP უსაფრთხოების დაცვის, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების და განეიტრალების, ასევე შენობის წმენდის სავარჯიშოები შეასრულეს. სწავლება ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა და მიზნად ქართული ქვედანაყოფის ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონთან თავსებადობის გაზრდასა და მასში 2023 წლის ბოლოსთვის სრულუფლებიან წევრობისთვის მომზადებას ისახავს.