თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს. მათ სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართეს.ამასთან, პარლამენტის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, დროულად დანიშნოს კომიტეტის სხდომა, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზე კითხვებს უპასუხებს.