„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენას ეხმაურება, როგორც მან განაცხადა აღნიშნული ფაქტი ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს, მაგრამ აჩვენებს განზრახვას „ქართული ოცნების“ და სახეს იმ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების, რომლებიც იცავენ ამ გადაწყვეტილებას.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გაუგებარია, რატომ შეიძლება ამას ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ და ამბობდნენ, რომ 40%-ზე შეთანხმება მიშელის დოკუმენტში იყო. ბოკერიას ინფორმაციით მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, დოკუმენტი არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ნახოს.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.