მოძრაობა “ერის“ თავმჯდომარე ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ვასაძის თანაგუნდელი სოსო მანჯავიძე აცხადებს, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს და ამიტომ გუშინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც კვლევები უტარდება.
თავის მხრივ, „ერის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ვასაძე თურქეთში იმყოფება, თუმცა მისი ჰოსპიტალში ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ის თურქეთში სამსახურეობრივ საქმეზე გაემგზავრა.