ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება. სამშობლოში ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის მორიგი ნაკადი დაბრუნდა.
32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.
უახლოეს პერიოდში ქვედანაყოფი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდება.
„მტკიცე მხარდაჭერის მისია" უკვე დაასრულა მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, რომელიც მაზარ-ი-შარიფში იყო დისლოცირებული და დაკისრებულ მოვალეობებს გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.