„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი შეზღუდვების შემსუბუქებას აფასებს და აღნიშნავს, რომ „ვაქცინების არარსებობის ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება პოლიტიკანური გადაწყვეტილებაა, რომელსაც საერთო არ აქვს მედიცინასთან“.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია შეზღუდვები მაშინ მოხსნილიყო, როდესაც მოსახლეობის თუნდაც მინიმალური რაოდენობა აიცრებოდა.
რაც შეეხება ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, როგორც კალოიანი აცხადებს, სახეზეა „დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის ფაქტი“.