საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.