ქუთაისში ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ქალი 20 ივნისს მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში სახლიდან გადაიყვანეს. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს. ოპერაცია კლინიკა „ბომონდში" ჩატარდა. მომხდართან დაკავშირებით „კლინიკა ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს.
კლინიკაში აცხადებენ რომ ორუსლი მშობიარობას არ გადაჰყოლია, თუმცა ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„კლინიკა ბომონდი“ გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ოჯახს ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს.