„საქართველოს ბანკზე“ თვდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს რომ მისი ძებნილი შვილისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მისი მეორე შვილი, ბიძინა ესებუა უკვე თვეებია, რაც უდანაშაულოდ ციხეში ძმის დანაშაულის გამო ზის. ტარიელ ესებუა ამბობს, რომ მისი მეორე შვილი უდანაშაულოა, ბადრის გამო მძევლად ჰყავს სამართალდამცველ სისტემას და იარაღი რომელიც უპოვეს რეალუირად ჩადებული იყო.
შეგახსენებთ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
ამასთან, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.