ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი - რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა - Palitra News

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი - რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა

2021-06-19 13:09:57+04:00

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბერლინში შეხვედრა გამართეს, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებიც განიხილეს. ორმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ”დიდ გამოწვევებს” აწყდება რუსეთთან და ნატო-ს მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობაში. ”რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ რუსეთი ასევე არის ევროკავშირის კონტინენტური მეზობელი და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა ჰიბრიდული თავდასხმის შეჩერება”, - განაცხადა კანცლერმა. ამასთან, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან კომუნიკაცია უნდა გააგრძელოს. „თუ ევროკავშირში უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ, რაც არ უნდა ძნელი იყოს“, - აღნიშნა მერკელმა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რომ იგი ეთანხმება მერკელის კომენტარს რუსეთთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საჭიროა ურთიერთობაში „საერთო ხაზის“ გამონახვა.