ინტერფრაქციულ ფორმატში ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, სადაც ,,დიდი შვიდეულის”, ნატო-ს და აშშ-რუსეთის სამიტები განიხილეს. ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" ინფორმაციით,შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ საქართველომ გაააქტიუროს მუშაობა ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით და საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი. ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით სპეციალური დღის წესრიგის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად უნდა შექმნან.