მედია - ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისის გამარჯვებას აღიარებს - Palitra News

მედია - ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისის გამარჯვებას აღიარებს

2021-06-19 12:19:21+04:00

ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე აბდოლნასერ ჰემატი საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისის გამარჯვებას აღიარებს, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აბდოლნასერ ჰემატიმ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის რაისის წარმატებებს უსურვებს. „იმედი მაქვს, თქვენი ადმინისტრაცია გააუმჯობესებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკასა და ცხოვრებას ირანის დიდი ერის კომფორტისა და კეთილდღეობისთვის“, - აცხადებს აბდოლნასერ ჰემატი. ირანის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, წინასწარი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვებას სასამართლო სისტემის ხელმძღვანელს, კონსერვატორ ებრაჰიმ რაისის უწინასწარმეტყველებენ, მის მთავარ მეტოქედ კი აბდოლნასერ ჰემატის მიიჩნევენ.