"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის საქმეზე დაკავებულებისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ. ცნობისთვის, პოლიციამ სამი პირი ქუთაისში დააკავა და დანაშაული ფინანსურ დავასა და სარგებლის სანაცვლოდ ამ დავაში ჩარევის მცდელობას ეხება. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.