ჩვენს ლამაზ პლანეტაზე უამრავი მშვენიერი და წარმტაცი ადგილია, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს სანახავად, მაგრამ ამავე დროს დედამიწაზე ბევრი საშიში და შემზარავი ადგილიცაა, სადაც მოგზაურობას ბევრი ჩვენგანი ვერ გაბედავდა. ულამაზეს და ეგზოტიკურ კუნძულებთან ერთად ბევრია ისეთი კუნძულიც, სადაც ფეხის დადგმა ადამიანებისათვის აკრძალულია. ეს არასტუმართმოყვარე კუნძულები დაბინძურებულია ციმბირის წყლულის და შავი ჭირის სპორებით, შხამიანი ბირთვული ნარჩენებით, ბევრი მათგანი კი ატომური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონს წარმოადგენდა.
მოკლედ, ჩაალაგეთ თქვენი ჩემოდნები, მოიმარაგეთ აერწინაღები და რადიაციისაგან დამცავი კოსტიუმები, რადგან ჩვენ ვაპირებთ ვესტუმროთ ყველაზე საშიშ, შემზარავ და საფრთხის შემცველ კუნძულებს. თუ თქვენ გიყვართ საშიში მიტოვებული ადგილები და მათთან დაკავშირებული ძარღვებში სისხლისგამყინავი ისტორიები, მაშინ ეს სიუჟეტი ზუსტად თქვენთვისაა განკუთვნილი. მაშ ასე, წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ მსოფლიოს ყველაზე შემზარავ კუნძულებზე.