გერმანიის ფედერალური ხელისუფლება კვანტური ტექნოლოგიების განვითარებაში დამატებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქალაქ ენინგენში კონცერნ IBM-ის კვანტური კომპიუტერის ჩართვას მიეძღვნა.
როგორც მან განაცხადა, გერმანია კვანტური ტექნოლოგიების კვლევის სფეროში მსოფლიო ლიდერებს შორისაა და 2025 წლამდე ამ დარგში ინვესტიციებისთვის დამატებით 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა.
ცნობისთვის, ენინგენში ამუშავებული IBM-ის კომპიუტერი ევროპაში ყველაზე მძლავრი კომერციული კვანტური კომპიუტერია.