ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა დაიწყო. მათ შვეიცარიის პრეზიდენტი გი პარმელენი დახვდა. ისტორიულ შეხვედრის წინ მათ პირველი ფოტო გადაიღეს. ორმა პრეზიდენტმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა და შეხვედრების პირველი რაუნდისთვის ვილაში შევიდნენ.
შეხვედრისთვის პროტოკოლით, დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული. სამიტი მოიცავს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას, ასევე შეხვედრების ორ რაუნდს გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.
პრეზიდენტების შეხვედრას ვილა ლა გრანჟი მასპინძლობს. მე-18 საუკუნის ვილა ქალაქის უდიდეს პარკში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარეობს.