ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა.
მინისტრი გამოჯანმრთელების შემდეგ, დღეს ქუთაისში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს.