ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი დღეს საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ცნობილია, რომ ჰელგა შმიდი ხვალ ერგნეთში მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში.
დღეს კი ეუთოს გენერალური მდივანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ამერიკის ელჩთან ერთად, გამყოფი ხაზის სოფელ ციცაგიანთკარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.