მობილურ ინტერნეტს 3 მილიონ 300 ათასი აბონენტი იყენებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5 მილიონ 100 ათასი შეადგინა. აღნიშნული მონაცემი კი, კომისიის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 26%. 2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9 ლარს და 90 თეთრს „მაგთიკომის“ აბონენტები ხარჯავენ, „სილქნეტის“ აბონენტები - 9 ლარსა და 30 თეთრს, ხოლო ყველაზე ნაკლებს 6 ლარსა და 10 თეთრს „ბილაინის“ აბონენტები.