გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა

2021-06-10 11:54:25+04:00

ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაცემას გულისხმობს, ვადა საშემოდგომო სესიამდე აქვთ.