საზღვაო გადამზიდებს უკვე უწევენ კონკურენციას სარკინიგზო გადამზიდები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. მისივე თქმით, ამის მიზეზი კონტეინერების გაძვირებაა, კერძოდ, იანვრიდან დღემდე ევროპიდან ტვირთის საზღვაო გადაზიდვები 50%-ით, აზია-ჩინეთიდან კი 250-300%-ით გაძვირდა.
მისივე თქმით, მიზეზი ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსია და ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, როდის დაუბრუნდება, ან დაუბრუნდება თუ არა ფასები პირვანდელ ნიშნულს.
ცნობისთვის, 2021 წლის 4 თვეში საზღვაო გზით ტვირთბრუნვა გაიზარდა და მილიარდ 532 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ზღვით სავაჭრო ბრუნვის მოცულობა მილიარდ 391 მილიონი დოლარი იყო.