პრემიერ-მინისტრი "სოლიდარობის ფონდს" დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს - Palitra News

პრემიერ-მინისტრი "სოლიდარობის ფონდს" დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს

2021-06-09 11:57:13+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „სოლიდარობის ფონდს" დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს. როგოც მთავრობის მეთაური „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, ფონდი 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს, მისი ინიციატივით და მთავრობის სრული მხარდაჭერით დაარსდა და წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას.