რუსეთმა, ფასების ზრდის შემთხვევაში, სურსათის ექსპორტზე შესაძლოა, შეზღუდვები გააფართოოს, – ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრი ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას „ფასების ამორტიზატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ზომების მიზანია, დაიცვას მომხმარებლები შიდა ბაზარზე ფასების ზრდისგან და ასევე წაახალისოს ადგილობრივი მწარმოებლები, წარმოებაში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ.
მისივე განცხადებით, რუსეთი, როგორც მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი, განიხილავს, თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი სურსათის ექსპორტს და ამავდროულად დაიცვას შიდა მომხმარებლები ფასების ზრდისგან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე წიწიბურის ექსპორტი აკრძალა.